06:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 10:56:09, 2582 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული ტელეარხი NewsOne-ი, რომელიც სააკაშვილის აქციის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა, ბლოკირებულია (ვიდეო)

კიევში, 150-მდე უცნობმა პირმა ტელეკომპანია NewsOne-ს ბლოკირება მოახდინა, - ამის შესახებ RBC იუწყება.

ტელეკომპანიის პროდიუსერის ვასილი გოლოვანოვის განცხადებით, ბლოკირებულია იმ ბიზნეს ცენტრის შესასვლელი, სადაც NewsOne-ს ოფისია განთავსებული. 

"შესასვლელთან ხის ჭიშკარი და ტომრები განათავსეს. ამბობენ, რომ არ გაუკვირდებათ, თუ ამ ყველაფერს ხანძარი გაუჩნდება", - აღნიშნა გოლოვანოვმა.

მედია საშუალების ინფომრაციით, თავად ის პირები, რომლებაც შენობის ბლოკირება მოახდინეს, საკუთარ თავებს აქტივისტებს უწოდებენ, თუმცა შესასვლელის ბლოკირების მოტივებზე არ საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ აქტივისტები სამხედრო ფორმაში არიან ჩაცმული. 

უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი, რომელიც NewsOne-ის მფლობელია, ტელეკომპანიის ბლოკირებაში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

"მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიხადა ფული, რათა დახურონ ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მაქსიმალურად აშუქებს. უამრავი ადამიანია შეკრებილი, ხოლო სამართალდამცველები რეაგირებას არ ახდენენ", - განაცხადა ტელეარხის მფლობელმა.

გარდა ამისა, NewsOne-ის წამყვანმა დიანა პანჩენკომ ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს მიმართა და სიტყვის თავიუფლების დაცვა მოითხოვა.  

„პატივცემულო მაყურებლებო, ჩვენი ტელეარხი ბლოკირებულია. ჩვენი თანამშრომლები შეშინებულნი არიან, მაგრამ ეთერი გრძელდება. მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტს და შს მინისტრს და მოვითხოვთ პირად კონტროლზე აიყვანონ სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა“, - განაცხადა წამყვანმა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics