05:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 12:36:34, 1062 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ებანოიძე: რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მნიშვნელოვნად არ მომხდარა.

ებანოიძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადახედვა ადეკვატური ნაბიჯია.

„ეს ნაბიჯი არ გადადგმულა იმიტომ, რომ სესხების მომსახურებას ეხებოდა, ეს გაკეთდა იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ამ პროცესს ბევრი მიმართულებით შეშველება სჭირდება. კრიზისიდან გამოსვლა ამ ნაბიჯის გარეშეც შეიძლება სხვა სეგმენტების გაძლიერებით, თუმცა ზოგადად ეს არაა მნიშვნელოვანი აწევა“, - აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%-მდე გაზარდა. ცვლილებების მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციის მოლოდინები დასახელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics