|
2017-11-24 13:00:05, 671 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატისთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე საქართველოში უნგრეთის საელჩოს ატაშე ეკონომიკურ საკითხებში გეზა როლი ესწრებოდა . ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ- ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოითქვა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უნგრეთის წვლილს აღნიშნულ პროცესებში და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთში სასწავლებლად ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს. წლებია ინტენსიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იშტვან ზეჩენის უნივერსიტეტი. 2017 ზაფხულში უნგრეთის ქალაქ ვასვარის გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში აჭარის შემოქმედებითმა ჯგუფმა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან" მთავარი პრიზი მიიღო. აღინიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიმართება უნგრეთის კულტურის დღეები. ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)