|
2017-11-24 11:07:53, 1102 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში შუახევის მერიაში შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ. სხდომა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე უძღვება. შუახევში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 90-120 სმ-ს აღწევს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირება შესაძლებელია მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ტრანსპორტით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. უმეტესი სოფლებიდან სამგზავრო ტრანსპორტი არ გამოსულა. მძიმე თოვლმა დააზიანა როგორც 0,35 კვ ისე 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზები და ამჟამად მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. სულ მალე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ელექტრომიწოდების შეწყვეტის გამო არ მუშაობს ჭვანის, უჩამბის, ხიჭაურის, ბარათაულის, ჭალა-წყაროთის საბავშვო ბაგა-ბაღები. შეწყვეტილია სწავლა ნაღვარევისა და უჩამბის საჯარო სკოლებშიც. მუშაობს ყველა სახელმწიფო დაწესებულებები. მოსახლეობა უზრუნველყოფილია სათბობით (შეშით), სურსათით, პირუტყვის საკვებით. მზადყოფნაშია საგზაო ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება გზების აღდგენის სამუშაოები. მერიაში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)