|
2017-11-16 17:05:25, 955 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოს სკოლის მშენებლობა დაათვალიერა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ფურტიოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ფურტიოში აშენდა სამსართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სრულად კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სპორტული დარბაზის მშენებლობის დასკვნითი ეტაპი. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოველთი“. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 935 110 ლარს შეადგენს. სკოლის მშნებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დღესვე ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოში, რაგბის მოედანზე, ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლასთან არსებული სარაგბო ჯგუფის ვარჯიშს დასეწრო. მომავალ მორაგბებს მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)