00:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:45:36, 2067 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის ტრეფიკინგის თემაზე კონფერენცია ჩატარდა

თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის  კონფერენცია გაიმართა  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა".

 იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 104-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონფერენციისთვის  40 სტუდენტი შეირჩა.

 ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის კუთხით სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

 კონფერენცია სტუდენტებისთვის უფასო იყო და ის იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის რესურსებით ჩატარდა.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics