23:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 11:30:56, 1854 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის დელეგაცია ქართულ სააღსრულებო სისტემას გაეცნო

აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღსრულების პოლიციის საქმიანობას უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.  იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით დელეგაციაში უკრაინის აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აღმასრულებლები და პროექტების მენეჯერები შედიოდნენ.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. დელეგაციის ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა.

სტუმრებმა აღსრულების პოლიციის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი, მოქალაქეებთან კონსულტაციის სივრცე და აღმასრულებელთა სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტის მიზანს ქართული სააღსრულებო სისტემის სპეციფიკის, პრაქტიკული საქმიანობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics