23:08 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 15:02:44, 1806 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის დავალებით წურწუმიას ქუჩაზე გზის დაგება დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ შეხვდა და საგზაო სამუშაოების გაჭიანურებით შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა. კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 30 ერთეული სპეც-ტექნიკა იყო მობილიზებული, დღეს დილიდან კი, მერის დავალების შესაბამისად, ასფალტის ქვედა ფენის დაგება დაიწყო.

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი  ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა  კომუნიკაციებიც.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. წურწუმიას ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics