14:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:45:53, 2002 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება სამინისტროს მთავარი საკითხი იქნება

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღეიდან საქმიანობას შეუდგა.

როგორც ახალმა მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მალე საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც საქმიანობას წარმართავს. 

„მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს. გამოწვევები ძალიან ბევრია. გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს ჩვენი საზრუნავი იქნება. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics