|
2017-11-12 11:40:29, 867 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედის ჩხავერის კრეფაში ჩაერთო
წარმატებული რთველის შემდეგ ქედაში, სოფელ ვაიოში, გვიანი ჯიშის ყურძნის, ცნობილი ქედის ჩხავერის კრეფა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შავიშვილების ოჯახს ესტუმრა და ჩხავერის პირველი მოსავლის აღებასა და ყურძნის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა. ზურაბ პატარაძემ ქედის სახალხო დღესასწაულის „შემოდგომა ქედაში" მონაწილე სტუმრებს რთველის დაწყება მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ ქედაში იგეგმება. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში. მიხარია, რომ დღეს ვესწრები რთველს და ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახში ვარ სტუმრად. კომპლექსურად უნდა მივხედოთ და შევხედოთ ჩვენს წარმატებულ პროექტებს. ამ ოჯახმა პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიიღო დაფინანსება და დღეს უკვე აქ არაჩვეულებრივი საოჯახო ტიპის სასტუმრო არსებობს. აქვეა ვენახები, მოდის ჩხავერი, ცოლიკაური. ნებისმიერ სტუმარს, უცხოელ თუ ქართველ ტურისტს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა რთველში და უშუალოდ თვითონ დაწუროს ღვინო, გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ყურძნის კრეფისას. შავიშვილების ოჯახს საკუთარი საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. ოჯახმა გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 10 000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა და სასტუმრო მოაწყო. წელს, უკვე, სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებს მასპინძლობდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ქედაში ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 57 ფერმერმა სულ 446 276 ლარით ისარგებლა. მათ შორის სატუმროებისა და ღვინის მარნების ქსელის გასაფართოებლად 26 პროექტი დაფინასდა. (NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)