|
2017-11-09 17:11:44, 1825 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თემაზე „გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართება
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, 11 ნოემბერს, ბათუმში აწყობს ერთობლივ კონფერენციას თემაზე: ,,გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში’’(აჭარის რეგიონის 20- წლიანი კვლევის შედეგები). კვლევა 1996 წელს ჩატარდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, ჰიპერტენზიის რესპუბლიკური ცენტრის (ამჟამად საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება) მიერ. კვლევის მიზანი იყო არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკ-ფაქტორების გავრცელების შესწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაში. 2001 წელს ,იგივე კონტიგენტში ჩატარდა კვლევა აკად.მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ. 2016 წელს ,საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკად. მიხეილ წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის - თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის საბაზო კლინიკის მიერ დაიწყო და მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკის ფაქტორების 15-20 წლიანი დინამიკის შეფასება. აღნიშნული კვლევების შედეგების და ასევე ,2013-206 წწ განხორციელებული ჰიპერეტნზიის სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის შეფასების დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა არის -ერთობლივი საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანი. კონფერენციაზე პროფესორ ბეჟან წინამძღვრიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნება ძირითადი მოხსენება-კვლევის შედეგების შესახებ. კონფერენციაზე მოწვეული არიან თსუ და ბათუმის უნივერსიტეტის, რეგიონის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისისა და აჭარის რეგიონის კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)