|
2017-11-08 13:06:25, 2079 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე მეორედ გახდა ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014 წელს პირველად მიიღო ხარისხის მართვის სამწლიანი სერტიფიკატი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით. ხარისხის მართვის სისტემა მიზნად ისახავს ორგანიზაციის სამუშაო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას. 2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე . საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. დასკვნის საფუძველზე, კომპანია DQS GmbH-მა გასცა შესაბამისობის დამატასტურებელი სერტიფიკატი. DQS GmbH წარმოადგენს ხარისხის საერთაშორისო ქსელის (IQNet) წევრ მასერტიფიცირებელ ორგანოს. შესაბამისად, სსე გახდა IQNet-ის სერტიფიკატის მფლობელიც. სერტიფიკატი სსე-ს სამი წლის ვადით მიენიჭა. ამ პერიოდში სერტიფიცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ზედამხედველობის ორი აუდიტის ჩატარებას. „სტანდარტის ახალი ვერსიის შესაბამისობის სერტიფიკატის მოპოვებით, ჩვენი კომპანია დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ ბიზნესის სამყაროში“, - განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.
(R)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)