|
2017-11-08 11:36:25, 887 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პროდუქტები გამოფენა „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ „გოდერძი“-ს წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ. ვინაიდან, გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო აჭარის შემთხვევაში ხაზი სამთო-სათხილამურო კურორტს „გოდერძი“ გაესვა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტული გამოფენები. ამჟამად, დეპარტამენტი საქართველოს პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. წლის ბოლომდე, აჭარის რეკლამირება ვარშავისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იგეგმება. (NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)