|
2017-11-08 10:56:34, 755 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა 3-წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. ვადის ამოწურვამდე იასინ თემისქანმა, მეუღლესთან ერთად, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ - ზაალ მიქელაძესთან გამართა. იასინ თემისქანი აჭარაში კონსულად 2014 წელს დაინიშნა. ის დიპლომატიურ საქმიანობას კვიპროსის რესპუბლიკაში გააგრძელებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით, რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანმედროვე სამედიცინო/საოფისე ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის „ა“ კორპუსი. მინისტრმა კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)