22:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 10:55:34, 2298 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე კიდევ 700-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კიდევ 700-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 1963 წელს ქვეყნის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს ეხება, - ამის შესახებ AP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გასაჯაროებული დოკუმენტების დიდი ნაწილი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, პენტაგონის, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის კონგრესის არქივებიდანაა. მათ შორის არის მასალა, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის მექსიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოსთან კავშირზე მიუთითებს. 

მედიის ცნობით, ეს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების რიგით მესამე გასაჯაროებაა. 

შეგხსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა არქივმა, ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული 3 ათასამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. ამასთან, როგორც ერთ-ერთ დოკუმენტშია ნათქვამი, პრეზიდენტ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი, მკვლელობამდე 2 თვით ადრე მეხიკოში საბჭოთა კავშირის დიპლომატს, ვალერი კოსტიკოვს  შეხვდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიპლომატი КГБ-ს თანამშრომელი იყო. დაზვერვაში განმარტავენ, რომ იმ დროს მეხიკოში საბჭოთა საელჩოების ტელეფონები მათ მიერ ისმინებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics