22:02 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 18:00:47, 888 ნახვა

რეგიონი
უახლოეს მომავალში ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები უმასპინძლებს

ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სწორედ ამ მიზნით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უწყების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა. 

ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა   და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს. 
პროექტის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics