22:02 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 12:30:50, 749 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი გემების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებთან ერთად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) კომანდერი, მეორე რანგის კაპიტანი - ჯასტინ ჰეინსი და ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი  წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია  NATO-ს გემების მონაწილეობით მსგავსი დონის „საპორტო ვიზიტები", რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ  მჭიდრო და პოზიტიურ პარტნიორულ ურთიერთობებს.

ნატო-ს სამხედრო ხომალდის კაპიტანმა ჯასტინ ჰეინსმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის. როგორც ეკიპაჟის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ალიანსის წარმომადგენლებისათვის ყოველთვის განსაკუთრებული პატივია ისეთ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტი, როგორიც საქართველოა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.  ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics