17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 20:44:40, 2068 ნახვა

საზოგადოება
„ქართველთა მარშის“ საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართველთა მარშის“  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.

დაკავებულ პირებს შორის  არის აქციის ორგანიზატორი და "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. 

როგორც „ექსპრესნიუსს“  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან  დაკავებული.

აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ისინი  ასევე ითხოვენ, ფედერაციიდან გაირიცხოს ფეხბურთელი  გურამ კაშია.

„ქართველთა მარშის“  ორგანიზატორების განცხადებით, ფეხბურთელი კაშია ლგბტ თემს პროპაგანდას  უწევს.

„ქართველთა მარშის“ წევრებმა  ფეხბურთის ფედერაციის წინ ლგბტ დროშა დაწვეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics