13:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 16:16:40, 1651 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც  ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.

მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს.

კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.

„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმარტ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ - განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა.

მან ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზაობისთვის და აღნიშნა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სებასტიან ჰუსონ დე სამპინის  განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მწვანე ქალაქისა და  „სმარტ სითის“ განვითარებაში. მისი თქმით, კახა კალაძესთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განხილულიყო საქართველოს დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმები, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics