2017-10-25 14:09:27, 2372 ნახვა
კომენტარი
მეჭიაური: გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან ერთად კაპოტზე
„სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო სარჩევნო კომისიამ“,-ასე გამოეხმაურა თიანეთის მერობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას:
„გავიმარჯვე მე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო სარჩევნო კომისიამ. გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან ერთად კაპოტზე“,-აღნიშნა მეჭიაურმა.
თიანეთის მე-20 უბანზე ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სასამართლომ ის განკარგულებაც გააბათილა, რომლის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ბიულეტენები თავიდან დაითვალა.
შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ითვლება.
ავტორი: ,