|
2017-10-24 18:32:12, 2034 ნახვა
საზოგადოება
„რეპრესიები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა
გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინა. ექსპოზიციის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ასევე, რეპრესირებულთა შთამომავლები დაესწრნენ. 1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენა უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე. საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა. გამოფენის მზადების პროცესში ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციის ნაწილი გახდა. გამოფენა ასახავს სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, ევგენი მიქელაძის, ქეთევან ორახელაშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ვლადიმერ ჯიქიას, შალვა ცინცაძის, შალვა კიღურაძის, პაოლო იაშვილის, ამბროსი ხელაიას, შალვა ნუცუბიძის, სიმონ მჭედლიძის, კირა ანდრონიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას ვაჟის - ლევან რაზიკაშვილის, სერგი გორგაძის შვილის - დავით გორგაძის, გიორგი ლეონიძის ძმის - ლევან ლეონიძის, კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის - ნინო ცინცაძე - ყარალაშვილის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების - ისიდორე რამიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ბენია ჩხიკვიშვილის, ქრისტინე შარაშიძის, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანა სოლოღაშვილის, ელეონერა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და სხვა მრავალი ადამიანის ისტორიას. გამოფენის დამთვალიერებელი იხილავს ტიციან ტაბიძის უკანასკნელ ფოტოს, მის ფაქსიმილეს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ავტოგრაფს, რომელიც მან დახვრეტილ მეგობარს, „არტისტული ყვავილების" გამომცემელს, პეტრე გვარამიას (ტუტკუს) მიუძღვნა, ევგენი მიქელაძის პარტიტურას, ვახტანგ კოტეტიშვილისეულ მარმარილოს ქანდაკებას, შალვა ნუცუბიძის მიერ გადასახლებიდან ჩამოტანილ შანდალს, ლევან ლეონიძის, ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, დავით გორგაძის პირად წერილებს, ღვთისმშობლის ნატყვიარ ხატს და სხვა ნივთებს. აღსანიშნავია, რომ 25, 26 და 27 ოქტომბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", რის გამოც ამ დღეებში გამოფენაზე დაშვება შეზღუდული იქნება. გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე. გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)