07:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 10:48:29, 1844 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას მიმართავს, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივიდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის:

„მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი.ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის“, - განაცხადა გიორრგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics