|
2015-05-01 17:32:53, 5810 ნახვა
კულტურა
ლეგენდარულმა ჯაზშემსრულებელმა რონ კარტერმა ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასი გამართა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, ექსკლუზიურად ქართველი მუსიკოსებისა და სტუდენტებისთვის, ლეგენდარულმა ჯაზშემსრულებელმა, კონტრაბასისტმა რონ კარტერმა, თავის ტრიოსთან ერთად, მასტერკლასი გამართა. „ეს ჩემი პირველი სტუმრობაა საქართველოში. მსმენელმა ძალიან თბილად მიმიღო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველები ძალიან კარგი მსმენელები ხართ“,- აღნიშნა რონ კარტერმა მასტერკლასის დასრულებისას. რონ კარტერი საქართველოში ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პროგრამის ფარგლებში, მან რუსთაველის თეატრში გუშინ დაუვიწყარი კონცერტიც ჩაატარა. ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. ამ ღონისძიებას ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს, რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება. რონ კარტერი თბილისს „თიბისი ბანკის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)