|
2015-05-01 10:01:19, 581 ნახვა
სამართალი
შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი: გელა ხ, ალექსანდრე კ. და ბესიკ ო. სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სამსახურიდან დაითხოვეს. „2015 წლის 22 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ გელა ხ-ს დაუკავშირდა მისი ნათესავი, შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, მოქალაქე რამაზ გ. და სთხოვა დაედგინა მისთვის მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები. გელა ხ-მ მასზედ რიცხული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია აღნიშნული ინფორმაცია, რაც აცნობა მოქალაქე რამაზ გ-ს. 2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ-ქაღალდკომბინატის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე კ-ს დაუკავშირდა მისი მეგობარი, მოქალაქე ენრიკო ხ. და სთხოვა გადაემოწმებინა კონკრეტული ავტომანქანა. ალექსანდრე კ-მ თავისი თანამშრომლის, ზურაბ ჭ-ს კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა ბაზაში არ ფიქსირდებოდა. 2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ბესიკ ო. დაუკავშირდა თერჯოლის რაიონული სამმართველოში მყოფ თანამშრომელს, სოფიო რ-ს, რომელსაც სთხოვა შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS”-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოეძიებინა ინფორმაცია სატრანპორტო საშუალებაზე, რაც სოფიო რ-მ შეასრულა. ამასთან, ბესიკ ო-მ სოფიო რ-ს არ განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას არასამსახურებრივად აინტერესებდა. ბესიკ ო-მ მოპოვებული მონაცემები შეატყობინა მოქალაქე თამაზ ჩ-ს. შსს-ს თანამშრომლებმა: გელა ხ-მ, ალექსანდრე კ-მ და ბესიკ ო-მ ჩაიდინეს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა შსს-ს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, რითაც დაარღვიეს შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით). აღნიშნულ თანამშრომლებს შეეფარდათ შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)