12:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 16:29:12, 2384 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის გამო, ავიარეისების 30% გაუქმდა

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის გამო ავიარეისების 30% გაუქმდა, - ამის შესახებ TheLocal.fr იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რეისები პარიზის, ლიონის, ნიცის, მარსელის, ტულუზის, ბორდოს და ნანტის აეროპორტებშია გაუქმებული.

როგორც მედია წერს, დღეს საფრანგეთში რამდენიმე პროფკავშირის ორგანიზებით მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. გაფიცვაში საჯარო სამსახურების თანამშრომლები - მასწავლებლები, ექიმები, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლები მონაწილეობენ. გაფიცვის მონაწილეები მთავრობის მიერ გატარებულ სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. საუბარია სამუშაო ადგილების და შემწეობების შემცირებაზე.

ცნობისთვის, საფრანგეთში ავიარეისები უკვე მესამედ გაუქმდა.

ამასთან, რამდენიმე ავია კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია თუ როგორ განხორციელდება გადადებული რეისები უახლოეს დღეებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics