|
2017-10-10 13:37:09, 770 ნახვა
რეგიონი
„National Geographic Traveler“ აჭარის შესახებ სტატიებსა და ვიდეოს მოამზადებს
“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის გზა და მასზე არსებული ღვინის მარნები, ვენახები და თაღოვანი ხიდები. კურორტი „გოდერძი“ და მწვანე ტბის ტურისტული მარშრუტი ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მთიან აჭარაში მოგზაურობისას პრესტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძებიც დაეგემოვნებინათ და ფოლკლორს გაცნობოდნენ. „National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც გადაიღეს და დაესწრნენ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლის ფარგლებშიც ევროპის მოედანზე აჭარული სოფელი იყო წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის პოპულარიზაციისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად, წელს 20-მდე პრესტურს გაუწია ორგანიზება, რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა. (NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)