10:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:45:01, 2079 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარე პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას ეფუძნება

პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობის ამბიციაა, საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში გატარდეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვ.

„2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics