12:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:22:53, 2705 ნახვა

მსოფლიო
დანიაში მოკლული შვედი ჟურნალისტის სხეულის ნაწილები იპოვეს

დანიის პოლიციამ მოკლული შვედი ჟურნალისტის, კიმ უოლის სხეულის ნაწილები იპოვა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მყვინთავებმა იპოვეს ჩანთები, რომლებშიც რეპორტიორის სხეულის ნაწილები და ტანსაცმელია მოთავსებული. მათ შორის ნაპოვნია ქალის თავიც.

მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ დანიელ გამომგონებელს პეტერ მედსენს, რომელსაც ჟურნალისტის მკვლელობაში სდებენ ბრალს, ვიდეო აღმოუჩინეს, სადაც ჩანს, თუ როგორ კლავდა ქალს.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, საღამოს, დანიის დედაქალაქში, უოლი მედსენის მიერ შექმნილ წყალქვეშა  ნავზე "ნაუტილუსზე" ავიდა, რომლის ჩაძირვის შემდეგაც, მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა მოხერხდა. ხოლო ჟურნალისტის ცხედარი ვერ იპოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ნავი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო. მოგვიანებით, თავმოჭრილი უოლის სხეული ნაპირზე აღმოაჩინეს. გამომგონებელი ამ დრომდე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics