|
2017-10-07 15:00:19, 673 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს
აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. ღონისძიება ევროპის მოედანზე უხუცესთა ანსამბლმა „ბერმუხა“-მ ცეკვა განდაგანით გახსნა, შემდეგ კი, ადგილობრივი ფოლკორული ჯგუფების კონცერტით გაგრძელდა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზეა წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. 6-7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. სტუმრებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. დღეს, 18:00 საათზე, კი ევროპის მოედანზე გაიმართება საწნახელში ყურძნის სახალხო დაწურვა, რომელშიც ტურისტები და სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. დაწურული წვენი ერთ-ერთ საოჯახო მარანს გადაეცემა, რომელიც შემდეგი წლისთვის ფესტივალის სახელობის ღვინოს დაამზადებს. „განდაგანა“-ს ღვინო 2018 წლის ფესტივალზე სახალხოდ გაიხსნება და დაგემოვნდება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც. ყოველდღე, 16:00 საათიდან 20:30 საათამდე, ფოლკლორ შოუებს სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები „ბერმუხა“, „არსიანი“, “ფესვები“, „შავფაროსნები“, „ელესა“, “ქობულეთი“, „მაჭახელა“ და „ათძალი“ სთავაზობენ. სოფლის ტურიზმი ფესტივალი „განდაგანა“ აჭარაში მესამედ იმართება და დღეს ის ჯგუფი „ფრანი“-ს კონცერტით დასრულდება.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)