13:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 13:11:00, 2127 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ ცინცაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ზურგოვანასა და ტურბაზა ,,დიღომის" მოსახლეობას შეხვდა. 
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 
მოსახლეობა ამ უბნებზე გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის მოწესრიგებას, ტრანსპორტის დამატებას, სახურავების შეკეთებას, საბავშვო სკვერების მოწყობასა და ხეების სხვლა-ფორმირებას ითხოვს. 
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა რომ, მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას შესაბამისი სამსახურების ინფორმირების შემდეგ, მათივე ჩართულობით შეუდგება. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics