09:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:02:50, 2261 ნახვა

მსოფლიო
ლას-ვეგასის თავდასხმის შემსრულებელ სტივენ პედოკს, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს

სტივენ პედოკს, რომელმაც გუშინ, ლას-ვეგასში, მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 23 ერთეული იარაღი სასტუმროს მის ნომერში, ხოლო 19 ნევადაში, საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

ამასთან, პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა თუ რა გახდა, სროლის მიზეზი.

მედიის ცნობით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა პედოკის კუთვნილი ავტომობილიც იპოვეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ლას-ვეგასის პოლიციის თქმით, მათ პედოკის ტერორისტებთან კავშირს არ ადასტურებენ, რადგან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლას-ვეგასში სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. თავდამსხმელმა ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას, სასტუმროს აივნიდან გაუხსნა ცეცხლი. ის ლიკვიდირებულია. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების ინფორმაციით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე  თვის წინ გაწევრიანდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics