11:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 10:17:52, 2274 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიასთან დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის მერიასთან საპროტესო აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების საქმეს დღეს სასამართლო განიხილავს.

ექვსი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით არის დაკავებული.

დაკავებულების ადვოკატის გოგა ონიანის მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნის გარდა, არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„არა მხოლოდ დაკავებისას, დაკავების შემდეგაც ამ ადამიანებს პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძირს წაქცეულებს ურტყამდნენ, უკვე მანქანაში ჩასმულებს ურტყამდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“,-განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.  რისი საშუალებაც დაცვის სამსახურმა მათ არ მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics