11:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 18:23:42, 2171 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად თემურ გოგოხია დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი განიხილეს.

კენჭისყრაზე მოსამართლე ბადრი შონიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა თემურ გოგოხიას კანდიდატურაზე იმსჯელეს და ის ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდა გასაუბრება 2 მოსამართლესთან ელისო ტუკვაძესთან და თამარ ალანიასთან (მათ გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე).

უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 9, 10 და 11 ოქტომბერს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics