17:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 12:38:50, 2742 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას დაესწრო

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ განყოფილებაში ონკო-ჰემატოლოგიურ სერვისებთან ერთად, სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

„რეკონსტრუქციის შემდეგ, მ. იაშვილს სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 44 საწოლზე მოეწყო და უახლესი თაობის აპარატურით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, ბავშვთა ასაკის ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით მოხდება.

ახალგახსნილი განყოფილებაში სპეციალურად ბავშვებისთვის სათამაშო და სასწავლო ოთახები მოეწყო, ასევე გაკეთდა გასართობი სივრცე. განახლებულ დეპარტამენტში ამ დროისთვის მკურნალობას 26 პაციენტი გადის“, - აცხადებენ სამინისტროში.

კლინიკაში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 1994 წელს საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის, მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა. 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მწვავე ლეიკემიით და ლიმფომით დაავადებულ 1000-მდე ბავშვს შეუნარჩუნდა. განახლებული დეპარტამენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გააუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics