09:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:20:33, 2229 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში,  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები  საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.

ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში ხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics