|
2017-09-27 12:14:41, 1905 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღება შეეძლებათ
საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა. უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანებაა შესაძლებელი. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა. 2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (№2/4/570) მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის (დედა, ბებია, ბაბუა, ...) გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)