20:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 18:27:00, 2220 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის დამატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ტერმინალის დამატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე.

ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

„ჩვენ 7 მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით წლის განმავლობაში და ტურისტების რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, როგორც თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა შარშან წლის დასაწყისში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ მოკლე პერიოდში დასრულდა.

„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პერსონალურად ქეთი ალექსიძეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში. აგრეთვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო TAV GEORGIA-ს ხელმძღვანელობას, რომლებიც ასევე იყვნენ მონაწილეობდნენ ამ სამუშაოებში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ" 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics