08:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 15:26:21, 2281 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია მესამედ გაიქცა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანია

ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანია,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც მათ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას გამოუცხადეს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.

“ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა.  გაქცევა მოგეხსენებათ არის სისუსტის ნიშანი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ეს არის მესამე გაქცევა, პირველი იყო გაქცევა კომისიიდან, მეორე გაქცევა იყო დიალოგის მაგიდიდან აგვისტოში,  მესამე გაქცევა იყო დღეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ სიტყვებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია. ის ტრიბუნასთან მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვა შეაწყვეტინა.

„არაფერში არ წერია თქვენი ქცევა“, - მიმართა თინა ბოკუჩავას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics