13:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 10:40:12, 2345 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაშია დაბრძანებული

დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ნაწილები სამებაში ეროვნული მუზეუმიდან გადაასვენეს. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, სიწმინდე სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 13.00 სათამდე მოილოცონ.

13:00 საათზე კი, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე მლოცველებმა მას თაყვანი სცენ. ამის შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოში 6 თვე დარჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics