12:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 10:52:46, 2195 ნახვა

საზოგადოება
დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა წაღვერში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესს სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ადგილზე ხელმძღვანელობს.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები.

 საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა.

ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.

მიუვალ ადგილებში, სხვადასხვა მიმართულებით, მძიმე ტექნიკის დახმარებით 6 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ბორჯომის ხეობაში უკვე შემოფრინდა აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში ხვალ, დილიდან ჩაერთვება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics