12:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:06:47, 2254 ნახვა

საზოგადოება
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო სუბიქტებთან შეხვედრებს იწყებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში იწყებს შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტების ლიდერებთან, რათა მათ გაუზიაროს ინფორმაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
აღნიშნულის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საარჩევნო სუბიექტ - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს - კახა კუკავასა და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს - არნოლდ სტეფანიანს შორის.
„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს  ინფორმაცია გაუზიარა ორგანიზაციის მიერ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებში წინასაარჩევნო სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების, ტენდენციების, სიახლეებისა და გამოწვევების თაობაზე. 
გარდა აღნიშნულისა, მან ასევე ზოგადად მიმოიხილა უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არსებული ელექტორალური და პოლიტიკური პროცესები.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კახა კუკავამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონები არსებულ პროცესებთან მიმართებაში.
შეხვედრის დასასრულს არნოლდ სტეფანიანმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღეს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი სადამკვირვებლო პროგრამის დაფარვის არეალისა და საარჩევნო უბნებზე მივლინებულ დამკვირვებელთა ოდენობის თაობაზე.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics