12:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 15:54:13, 2376 ნახვა

საზოგადოება
მეცნიერებმა ცხოვრების გახანგრძლივების მარტივი ხერხი დაასახელეს

კანადაში მდებარე მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და მისი გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელეს.

მათი მტკიცებით კვირაში 5 დღის მანძილზე 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ადვილი ხერხია.

როგორც ჟურნალები The Lancet და New Scientist წერენ, მასშტაბურ 7 წლიან კვლევაში 17 ქვეყნიდან 130 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების, რომლებიც კვირაში 175 წუთი ჩქარ ტემპში დადიან,  ნაადრევი დაბერების და სიკვდილის რისკი 36% მცირდება. მეცნიერების მტკიცებით აუცილებელი არ არის იაროთ სპორტულ დარბაზში და სხვა სპორტზე, საკმარისია გაიაროთ დღეში იმ კილომეტრების რაოდენობა, რომელიც თქვენს წონას და ასაკს შეეფერება.

„18-64 წლის ადამიანებმა კვირის მანძილზე როგორც მინიმუმ 150 წუთი უნდა დაუთმონ ფიზიკურ დატვირთვას“, - წერს მეცნიერული ჟურნალი New Scientist კანადელი მეცნიერების ექსპერიმენტის დასკვნაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics