12:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 13:32:05, 2040 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა

თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ  სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა. 

„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება ითვალისწინებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და  ინტერიერის განახლებას, რაც  მგზავრობას უფრო   უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. 

სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო  თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის  პროექტი, რომლის ფარგლებში უკვე განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო ‘’ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. 

მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics