10:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 19:27:28, 2766 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაცია თბილისში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით - ვარკეთილში, ხოლო 1948 წელს დაბადებული ე.ქ., ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ე.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული 0,1427 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics