2017-09-16 13:29:08, 2444 ნახვა
მსოფლიო
ოდესის საბავშვო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - ოლქში გლოვაა გამოცხადებული
ოდესაში მდებარე საბავშვო ბანაკ "ვიქტორიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, შენობაში მყოფი მოზარდების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამი მათგანი ალმოდებულ კორპუსში დარჩა. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მეხანძრეებმა 2 ბავშვის ცხედარი შენობაში იპოვა, გოგონას ამ დრომდე ეძებენ. 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც სააგენტო წერს, ბანაკში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზების პოლიცია ადგენს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გლოვა გამოაცხადა.
ავტორი: ,