|
2015-04-28 17:08:10, 843 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 3.1 %–ია, რაც რეგიონში გამონაკლისია
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებით, პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1% შეადგინა, რაც რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე სერიოზული მაჩვენებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ლარის კურსის დევალვაცია საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. „რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეოაბს, მინდა გითხრათ, რომ მარტის თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 4.1 %, რაც ძალიან სერიოზული ზრდის მაჩვენებელია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით ზოგადად მთელი ევროპა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, განსაკუთრებით რეგიონი. ჩვენმა პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1 % შეადგინა, რეგიონში შექმნილ სიტუაციას გადახედეთ, ეს მართლაც გამონაკლისია, ეს ჩვენი ეფექტური მინისტრების დამსახურებაა, როგორიც იყო მაგალითად დავით შავლიაშვილი – შესრულება იყო 107% პირველ კვარტალში, ასევე სხვა სამინისტროს დამსახურებაა, ფინანსთა სამინისტრომ კარგად იმუშავა, საგადასახადო შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა 13.2%–ით , ვიდრე იყო გასულ წელს ანალოგიურ პერიოში. ზრდა არის სტაბილური, გვაქვს სტაბილური მონაცემები. ლართან მიმართებაში ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული, ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)