|
2017-09-13 20:45:04, 2267 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. დიდუბის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე იბრძოლებენ. კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფასადებსა და აბრებზე ქართული ანბანის გამოყენებას მიექცევა. ამ კონტექსტში მან განახლებული აღმაშენებლის გამზირის მაგალითი დაასახელა. „ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“,-განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი ეკოლოგიის არსებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეკოლოგია ვერ მოწესრიგდება მხოლოდ ერთი პროექტით. „ეს საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში ვუზრუნველყოფთ ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებას. განხორციელდება „მუშტაიდის ბაღი“-ს სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს 1400-მდე სკვერისა და პარკის მოვლას. ასევე რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი და შეიქმნება ახალი მწვანე ზონები“,-განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო პოლიტიკას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაიზრდება დედაქალაქში არსებული სამარშუტო ხაზების რაოდენობა, ხოლო მუნიციპალურ ტრანსპორტს 700-მდე ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ავტობუსი დაემატება. დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიწის გასხვისების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)