04:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 04:56:05, 2280 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის CapEthica Investment Fund (CIF) წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CapEthica Investment Fund-ი საქართველოში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც უცხოელმა სტუმრებმა განაცხადეს, საერთაშორისო ბიზნეს წრეებში იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც  გამოწვეულია ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმდინარე წარმატებული რეფორმებით. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics