18:48 - 19 Aug, 2026
|
2017-09-09 05:18:21, 1147 ნახვა
რეგიონი
ართანას ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ართანას ტყეში მეხანძრე-მაშველები მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში უამინდობის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გართულდა, ასევე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნებოდა, თუმცა ცეცხლის ახალი კერები არ გაჩენილა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული. მათივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს. „თუ ამის საჭიროება იქნება, სამუშაოებში საჰაერო ტექნიკაც ჩაერთვება“, - აცხადებენ სააგენტოში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)