22:59 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 03:23:09, 2405 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ AFP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრა 6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.

აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის მთელ რეგიონში მოსალოდნელია 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ტალღები.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics